|
2018-04-03 13:19:16, 1688 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ამერიკელ კონგრესმენ უილ ჰარდთან
აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები, ქვეყანაში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმები, ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები და საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს მნიშვნელოვანი როლი იყო პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ამერიკელი კონგრესმენის, უილ ჰარდის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული ურთიერთობების ფართო სპექტრი. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა საქართველოსთვის აშშ-სთან სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ გასული 2017 წელი აშშ-საქართველოს პარტნიორობის თვალსაზრისით სამაგალითო იყო. საუბარი შეეხო საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში და განსაკუთრებით აღინიშნა ქვეყანაში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმების წარმატება. მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების პოზიტიურ დინამიკას. კონგრესმენმა ქვეყნის ხელსაყრელი საინვესტიციო და ბიზნეს გარემო დადებითად შეაფასა. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ამერიკელმა კონგრესმენმა უილ ჰარდმა ყურადღება გაამახვილეს უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებსა და მათ დასაძლევად საერთო ძალისხმევის მნიშვნელობაზე. კონგრესმენის თქმით, აშშ დიდად აფასებს საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხში საქართველოს მნიშვნელოვან კონტრიბუციას. აგრეთვე, საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას. მთავრობის მეთაურმა აშშ-ის კონგრესმენ უილ ჰარდს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების, ჰუმანიტარული და უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ამერიკულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებისადმი. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე ესწრებოდნენ.
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
აბუ-დაბიში დაიწყო აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი
პაპუაშვილი – ბრიუსელი ცდილობს, დაბლოკოს საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)