11:08 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-02 15:18:19, 1451 ნახვა

სამართალი
მარტის თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 758 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, 2018 წლის 1 მარტიდან 31 მარტის  ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 758 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 31 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს.

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 202 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, აჭარის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით 34  ფაქტი დაფიქსირდა, იმერეთში - 66 ფაქტი, გურიაში -13, ხოლო რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 24, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 45 ფაქტი, მცხეთა-მთიანეთიში- 46 ფაქტი, შიდა ქართლში - 18, ქვემო ქართლის მასშტაბით - 115 ფაქტი, ხოლო სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 95 ფაქტი.

ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 2572 მ3-მდე ხე-ტყე.

ამავე პერიოდში, სახერხი საამქროს რეგლამენტის დარღვევის 78 ფაქტი დაფიქსირდა. ამოღებულია და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოშია გადატანილი 28 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარი.

მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics