00:32 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-02 12:11:36, 1842 ნახვა

კომენტარი
თბილისის მერის მოადგილე: არ გვინდა ის შრომა დაიკარგოს, რაც „სითი ინსტიტუტმა“ გასწია

თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი აცხადებს, რომ კომპანია "სითი ინსტიტუტთან" თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება რაციონალურია.

ელოშვილის თქმით, 2-თვიანი ვადა მისაღებია მერიისთვის, რათა კომპანიამ ხარვეზები გამოასწოროს.

"ჩვენი გუნდის აზრით ეს არის ყველაზე რაციონალური გადაწყვეტილება. არ გვინდა ის შრომა დაიკარგოს, რაც "სითი ინსტიტუტმა" გასწია. გვინდა ვიყოთ ძალიან სამართლიანები. გვინდა მათთან ვითანამშრომლოთ. 2 თვე არ არის დიდი ვადა, რომ ქალაქმა, მოსახლეობამ და ჩვენც ვერ მოვითმინოთ. შესაბამისად ის ხარვეზები რაც დავაფიქსირეთ ძალიან ინტენსიური მუშაობის პირობებში ამ ვადებში შესაძლებელია. სულ 3 მიმართულებაა, რომელიც უნდა დაზუსტდეს. პირველი ეს არის სამართლებრივი მხარე, კერძოდ როგორ უნდა მოხდეს უკვე არსებული დოკუმენტიდან ახალზე გადასვლა. მეორე მიმართულება არის ხარვეზები რომელიც არსებობდა საყრდენ დოკუმენტაციაში, რუქებში და ეს სავსებით გასწორებადია. მესამე ეტაპების სწორედ გადალაგება", - განაცხადა ელოშვილმა. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics