|
2015-05-20 18:25:31, 509 ნახვა
პოლიტიკა
ხიდაშელი: ბუდაპეშტის საპარლამენტო ასამბლეამ ძალიან მნიშვნელოვანი დეკლარაცია მიიღო
საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის შეფასებით, ბუდაპეშტის საპარლამენტო ასამბლეამ ძალიან მნიშვნელოვანი დეკლარაცია მიიღო. როგორც ხიდაშელმა თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, ბუდაპეშტის საპალამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია ახალი ხელისუფლების მიზანმიმართული შრომის შედეგია. „ბუდაპეშტის საპალამენტო ასამბლეამ ძალიან მნიშვნელოვანი დეკლარაცია მიიღო. მოგეხსენებათ, პარლამენტის თავმჯდომარე და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ესწრებოდნენ ამ სხდომას. ტექსტი ღიაა, პირდაპირი, რაიმე ქვეტექსტების გარეშე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. კარგად ვიცით, რომ საპარლამენტო ასამბლეები გაცილებით უფრო თამამი არიან საკუთარ გადაწყვეტილებებში, ეს სტანდარტულად ასე ხდება ხოლმე რა თქმა უნდა იმ მიზანმიმართული შრომის შედეგია, რასაც ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი ხელისუფლება ეწეოდა. ჯერი აღმასრულებელ ხელისუფლებაზეა. საინტერესო წლები გვაქვს წინ ბრიუსელთან ურთიერთობაში. სამი მინისტერიალი გვაქვს წინ, სადაც ძალიან კონკრეტულ გეგმებზე, მოლოდინებზე, შესაძლებლობებზე ვილაპარაკებთ. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, თუმცა არ მინდა, რომ ერთი წუთით მაინც არარეალისტური ამოცანები დავსახოთ, ამიტომ ყველანი დაველოდოთ მინისტერიალებზე როგორ განვითარდება მოვლენები. ეს კარგი დასაწყისია, კარგი დასაწყისი იყო თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება და ამ სასტარტო მდგომარეობით მივდივართ ივნისის ბოლოს თავდაცვის მინისტერიალზე. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა. ცნობისთვის, დღეს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა მედიას ნატო–ს რიგით მე–60 საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ დეკლარაციის ჩანაწერის მონაკვეთი გააცნო. სესიაშვილის თქმით, ნატო–ს საპარლამენტო ასამბლეა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მთავრობებსა და პარლამენტებს მოუწოდებს, ნატო–საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციისათვის მხარდაჭერა განაგრძონ და ქვეყანას ე.წ. MAP-ი მიანიჭონ. „ამ ასამბლეაზე მიღებული იქნება მხოლოდ ერთი დეკლარაცია, რომელიც შეეხებოდა ნატო–ს გაფართოებას. ნატო–ს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მთავრობებსა და პარლამენტებს განაგრძონ ნატო–საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციისთვის მხარდაჭერა და ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილების თანახმად, როგორც ნატო–ში საქართველოს ინტეგრაციის შემდგომი ნაბიჯი, მიანიჭონ ქვეყანას გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, ანუ ე.წ. მაპი“, – აღნიშნა სესიაშვილმა.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)