|
2018-03-31 10:15:44, 1996 ნახვა
პოლიტიკა
ხვალ ქალაქი გირესუნი საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტერიალს უმასპინძლებს
ხვალ საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრების მორიგი შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ გირესუნში გაიმართება. ლევან იზორიას თურქეთში ვიზიტი დედაქალაქ ანკარაში, ეროვნულ თავდაცვის სამინისტროში დახვედრის ოფიციალური ცერემონიალით დაიწყო. საქართველოს თავდაცვის მინისტრს თურქმა კოლეგამ ნურეთინ ჯანიქლიმ უმასპინძლა. პირისპირ შეხვედრის შემდეგ მინისტრებმა საუბარი საქართველოსა და თურქეთის დელეგაციების შემადგენლობით გაფართოებულ ფორმატში განაგრძეს. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის მზარდი დინამიკა განიხილეს. მთავარ საკითხებს შორისაა ასევე, თურქეთთან, როგორც რეგიონის უდიდეს ნატოს წევრ ქვეყანასთან და სტრატეგიულ პარტნიორთან, თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. თურქეთის მხარის მიერ საქართველოს მიმართ ხაზგასმით აღინიშნა მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული თანადგომა. ნურეთინ ჯანიქლიმ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა და განაცხადა, რომ თურქეთი ყველა შესაძლო ტრიბუნას იყენებს საქართველოს მიმართ საკუთარი პოზიციისა და მხარდაჭერის დასაფიქსირებლად. ლევან იზორიამ მასპინძელ მხარეს ნატოში ინტეგრაციის კუთხით საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო და აღნიშნა, რომ ტრანსფორმაციის პროცესი 5 სტრატეგიულ მიმართულებას ეფუძნება. ნურეთინ ჯანიქლიმ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესსა და ამ მხრივ გატარებული რეფორმებს უმაღლესი შეფასება მისცა და ხაზი საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის პრაქტიკულ მზაობას გაუსვა. მან ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში საქართველოს კონტრიბუციაც აღნიშნა და განაცხადა, რომ საქართველოს წვლილი ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიებში დასაფასებელია. გაფართოებულ შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა ასევე, რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამმხრივი მინისტერიალის ფორმატსა და საქართველოში დაგეგმილ მრავალეროვნულ საერთაშორისო წვრთნებში თურქეთის მონაწილეობის მნიშვნელობაზე. ანკარაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დელეგაციის წევრებთან ერთად თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლისა და პირველი პრეზიდენტის მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო და მისი მუზეუმი დაათვალიერა. (NS)
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)