|
2018-03-30 18:16:36, 1880 ნახვა
კომენტარი
გიორგი კვირიკაშვილი: ქუთაისის აეროპორტთან დაკავშირებით აჟიოტაჟმა გამაკვირვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მისთვის გაუგებარია, რამ გამოიწვია აჟიოტაჟი ქუთაისის აეროპორტთან დაკავშირებით. პრემიერის განმარტებით, აეროპორტის ტრასიდან 700 მეტრის მოშორებით, სადაც რკინიგზა გადის, თანამედროვე სარკინიგზო სადგური აშენდება. მისივე თქმით, სარკინიგზო სადგურს აეროპორტთან გადახურული ესკალატორების სისტემა დააკავშირებს. მთავრობის მეთაურის მტკიცებით, პროექტი, რომელზეც შეთანხმება შედგა, გაცილებით უფრო მასშტაბურია. კვირიკაშვილის განცხადებით, რკინიგზის სადგურთან ერთად, იგი მოიცავს ტურისტულ ცენტრსა და სასტუმროების ზონას. „მე ცოტა გამაკვირვა აჟიოტაჟმა ქუთაისის აეროპორტთან დაკავშირებით. პარლამენტში გამოსვლისას მე ვახსენე, რომ არის პროექტის ორი ვერსია. წარმოდგენილი ალტერნატიული ვერსია გახლდათ არსებული რკინიზის მარშრუტზე ახალი, თანამედროვე ძალიან ლამაზი სარკინიგზო სადგურის მშენებლობა. პირველადი ვერსიით, რკინიზის ლიანდაგი უნდა მიგვეყვანა აეროპორტის წინ. ჩვენ შევთანხმდით და შევჯერდით ალტერნატიულ ვარიანტზე,რომლის მიხედვით, დღევანდელი აეროპორტის ტრასის გადაღმა, 700 მეტრის მოშორებით, სადაც რკინიგზა გადის, აშენდება თანამედროვე, ულამაზესი სარკინიგზო სადგური და მას აეროპორტთან დააკავშირებს გადახურული ესკალატორების სისტემა. ამ ესკალატორების მარჯვნივ და მარცხნივ აშენდება ტურისტული ჰაბი, ცენტრი, სადაც იქნება 2 და 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების მთელი ქსელი, რომელიც გამოყენებული იქნება ქუთაისის აეროპორტში და ასევე რკინიგზის სადგურში ჩამომსვლელთათვის. იქნება ასევე ტურისტების საორიენტაციო ცენტრი, საიდანაც უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის ქუთაისის ცენტრში განაწილდებიან ტურისტები. ეს პროექტი არის გაცილებით უფრო მაშსტაბური, ვიდრე პირველადი, დაანონსებული პროექტი. ამიტომ, გარკვეული დრო დაიკავა ამის გადაპროექტებამ“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერის თქმით, 2019 წელს მოდიფიცირებული სახით პროექტი დასრულდება და ქუთაისს ექნება ტურისტული ცენტრი თავისი რკინიგზის სადგურით, აეროპორტითა და სასტუმროების ზონით: „რომელიც იქნება გამანაწილებელი მთელი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით დაბალბიუჯეტიანი მოგზაურებისთვის, რომლებიც მრავლად არიან ქუთაისის აეროპორტში და ასევე ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, რომლებიც ამას შიდა ტურიზმისთვის გამოიყენებენ“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა ვანში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენის შემდეგ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)