|
2018-03-30 18:11:33, 2172 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: რაიმე გარიგება იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელსაც ქვეყნის წინაშე ბრალი მიუძღვის, გამორიცხულია
რაიმე ტიპის გარიგებაში ყოფნა იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელსაც ბრალი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის წინაშე, გამორიცხულია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მასთან დაკავშირებულ პირებთან, მთავრობას კავშირი არ აქვს. „გავრცელდა ჭორი, რომ ჩვენ გარკვეულწილად კარტბლანშს ვაძლევთ „ნაციონალურ მოძრაობას“ თუ მათთან დაკავშირებულ მათი ყოფილი თანაგუნდელების მიერ შექმნილ პარტიებს და ა.შ. მინდა გითხრათ, რაიმე ტიპის მოლაპარაკებაში ან რაიმე ტიპის გარიგებაში ყოფნა იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელსაც ბრალი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის წინაშე, რომლებმაც დაგვიტოვეს 2008 წლის მემკვიდრეობა საოკუპაციო ძალასთან ერთად, რომლებმაც ვერ აიცილეს თავიდან ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პროვოკაცია საქართველოს უახლოეს ისტორიაში, არის გამორიცხული. გამორიცხულია მათთან ან მათ დანაყოფ პარტიებთან რაიმე ტიპის თანაშრომლობა ან მეგობრობა“, - განაცხადა კვირიკაშვილმა. ამასთან, პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ დღეს უალტერნატივო პოლიტიკური ძალაა. „ქართული ოცნება“ არის დღეს უალტერნატივო პოლიტიკური ძალა, რომელსაც ჩვენი ქვეყანა შეუქცევადად მიჰყავს წარმატებისკენ. „ქართული ოცნება“ გააგრძელებს ჩვენი ქვეყნის გადარჩენის, ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის მშენებლობის გზას. შეცდომებისგან რა თქმა უნდა, დაზღვეული არავინ არის, ჩვენ გავაგრძელებთ ამ გზას ჩავარდნებითაც, მაგრამ უფრო მეტი წარმატებით და აღმასვლით, ხალხის სიყვარულით და ადამიანების გვერდში დგომით“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)