|
2018-03-30 17:54:15, 2087 ნახვა
კომენტარი
მაია ცქიტიშვილი: თვითმართველობის განვითარება და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტები სამინისტროს პრიორიტეტად დარჩება
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ახალმა მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ახალ პოზიციაზე პირველი სამუშაო დღე სამომავლო გეგმებზე საუბრით დაიწყო. ცქიტიშვილი თანამშრომლებს მისმა წინამორბედმა, ზურაბ ალავიძემ წარუდგინა. ცქიტიშვილი კონკრეტულ გეგმებზე ჯერ ვერ საუბრობს, თუმცა აცხადებს, რომ სამინისტროს პრიორიტეტებში ისევ რჩება, სივრცითი მოწყობის და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტები. „სივრცითი მოწყობა არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და მოგეხსენებათ, რომ ძალიან დიდი და აქტიური დღის წესრიგია ამ მიმართულებით და ამიტომ თავისთავად, ამაში უფრო აქტიურად ჩავერთვები, იმისთვის რომ ეს გეგმები განხორციელდეს. თუმცა, ამასთან ერთად ეს არის რეგიონული განვითარების სამინისტრო და აქედან გამომდინარე როგორც თვითმართველობის განვითარება ასევე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტები ბუნებრივია დარჩება ამ სამინისტროს პრიორიტეტში“, - აღნიშნა ცქიტიშვილმა. შეგახსენებთ, დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგი გამართა, სადაც ცნობილი გახდა, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტი ზურაბ ალავიძემ დატოვა და მის ადგილს მაია ცქიტიშვილი იკავებს.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)