00:33 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-29 22:03:28, 2020 ნახვა

კომენტარი
მამუკა სალუქვაძე: ძალიან საქმიანი შეკითხვები იყო - ვფიქრობ, მერია გენგეგმას მიიღებს

„სითი ინსტიტუტის“ გენერალური დირექტორი და თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ერთ-ერთი ავტორი მამუკა სალუქვაძე, გენგეგმის საჯარო განხილვით კმაყოფილია. 

როგორც სალუქვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს აკადემიური შეხვედრა იყო.

"ძალიან საქმიანი შეკითხვები იყო, რასაც ვუსმენდი. ყოველ შემთხვევაში, ეს არ იყო იმ შენიშვნების და შეკითხვების განმეორება, რაც მანამდე იყო. ეს იყო შეკითხვები იმ პრინციპულ საკითხზე, რომელიც მართლაც დასაფიქრებელია. ერთია გენგეგმა მიიღოს მერიამ, ჩვენ შემდეგ პასუხისმგებლობას ვიხსნით და ვაბარებთ მერიას, მაგრამ როგორ განხორციელდება ეს გეგმა, ამაზე ყველაზე დიდი საფიქრალია თბილისის მერიის მხრიდან. ძალიან სიმპტომატური იყო ის, რაც ითქვა. ამ კითხვის სახით დასმული, როგორ განვახორციელოთ 100%-ით ის, რასაც თქვენ გვთავაზობთ. შეიძლება 100%-ით არ განხორციელდეს, არც წინა გენგეგმები განხორციელდა, არც სხვა ქალაქებში და ქვეყნებში განხორციელებულა 100%-ით, მაგრამ მაქსიმუმი რომ მიიღოს ქალაქმა, ყველა ჩვენგანი ელოდება ამას და ის, რომ ხელშეკრულება დამთავრდება, არ ნიშნავს, რომ დაინტერესებული არ ვართ, როგორ განხორციელდება ის, რაც შევიმუშავეთ. ამასთან დაკავშირებით როგორც ჩანს, გვექნება საუბრები", - განაცხადა სალუქვაძემ. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics