|
2018-03-29 15:13:08, 3814 ნახვა
კომენტარი
ხუხაშვილი რუსი დიპლომატის გაძევებაზე: ეს ძალიან ცუდი თამაშის ლოგიკური დასასრულია
ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში გია ხუხაშვილი, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ქვეყნიდან რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს. როგორც ხუხაშვილმა "ექსპრესნიუსს" განუცხადა, ეს ბრიტანეთისადმი სოლიდარობის გამოხატულებაა, რომელიც აუცილებლად უნდა მომხდარიყო. ამასთან, ექსპერტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუსეთისთვის მიმართვის გამო გააკრიტიკა და აღნიშნულ ნაბიჯს "ბრიყვული" უწოდა. "ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან ცუდი თამაშის ლოგიკური დასასრული. რა თქმა უნდა ეს სწორი გადაწყვეტილებაა. თუ ჩვენ გვაქვს ვექტორი დასავლეთისკენ, გასაგებია, რომ სოლიდარობა ამ ფორმით უნდა გამოგვეხატა და ეს გარდაუვალი იყო. სხვა საკითხია, რომ ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს რუსეთთან და შესაბამისად საკონსულო მიმართულებით, ანუ ტექნიკური საკითხებით დაკავებული თანამშრომლის გაძევება მოგვიხდა. მაგრამ ამ მთელ ისტორიაში არის ერთი ძალიან არასასიამოვნო ფაქტი, მხედველობაში მაქვს გიორგი კვირიკაშვილის ის ბრიყვული წერილი, რომელთანაც ძალიან კონტრასტირებს ყველაფერი ის, რაც შემდგომში ხდებოდა. რუსეთმა როდესაც იგივე ჟენევაში პრეტენზიები წამოაყენა ჩვენს მიმართ, ეს იყო გამომდინარე იმ წერილიდან, რაც დაწერა თავის დროზე კვირიკაშვილმა, რუსები ითხოვდნენ აბსოლუტურად ლოგიკურად ამ წერილიდან გამომდინარე - ხომ გვითხარით რომ ესეო და მოდი ახლა გავაკეთოთო. ფაქტობრივად კვირიკაშვილმა თავის სიბრიყვით უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო ჩვენი დიპლომატები, რომლებიც ჟენევაში აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს. ეს არის შედეგი ამ სისულელეების. საბოლოო ჯამში ყველაფერი დაბრუნდა ლოგიკურ ჩარჩოებში, მაგრამ კვირიკაშვილმა აჩვენა, რომ არა თუ ქვეყნის ლიდერი არ არის, არამედ ორი ბატის ნდობა არ შეიძლება მისთვის", - განაცხადა გია ხუხაშვილმა. ცნობისთვის, „სკრიპალის საქმის“ გამო, საქართველო რუს დიპლომატს აძევებს.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)