|
2018-03-29 12:02:30, 1676 ნახვა
კომენტარი
ივა ჭყონია: ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივა ბიზნესის ჩართულობაზე ნამდვილად კარგი წამოწყებაა
ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივა, გაზარდოს ბიზნეს სექტორის და სხვადასხვა სექტორული ასოციაციების ჩართულობა იმ საკითხების განხილვის პროცესში, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას შეეხება, ნამდვილად კარგი წამოწყებაა, - განაცხადა საქართველოს დიტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელმა ივა ჭყონიამ კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრაზე. ივა ჭყონიას განცხადებით, საბჭოს სხდომებზე ბიზნეს გაერთიანებებს აქვთ შესაძლებლობა, ეკონომიკის სამინისტროს ყველა საჭირბოროტო საკითხზე მიაწოდონ ინფორმაცია და მათგან დეტალური პასუხები დროულად და ამომწურავად მიიღონ. „აღნიშნული ურთიერთობა არაერთი ბიზნეს სექტორის განვითარებაზე დადებითად აისახება“, - განაცხადა დიტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელმა. სასტუმრო ,,ქორთიარდ მერიოტში“ „კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის საკონსულტაციო საბჭოს“ მორიგი შეხვედრა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით და GIZ-ის მხარდაჭერით იმართება. შეხვედრაზე გაიმართება დისკუსია თემაზე „კერძო სექტორის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორები.“ შეხვედრის ფარგლებში ასევე დაგეგმილია პრეზენტაციები თემებზე: უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის კვლევა, ქალთა მეწარმეობის ხელშეწყობის ქვესაბჭოს მიზნები/ამოცანები, ინფორმაცია SME POLICY INDEX-თან მიმართებით OECD-სა და „კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის საკონსულტაციო საბჭოს“ სამომავლო თანამშრომლობის თაობაზე.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)