|
2018-03-29 11:55:37, 1431 ნახვა
კომენტარი
კახა იმნაძე: ოკუპაციამ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები გადააქცია ტერიტორიებად, სადაც მკვლელობა და წამება დაუსჯელი რჩება
ნიუ-იორკში, გაეროს უშიშროების საბჭოში ღია დებატები გაიმართა თემაზე: "Collective Action to Improve UN Peacekeeping Operations' - Supporting greater impact and performance in today's complex and high-risk environments". დებატებში მონაწილეობა მიიღო გაეროსთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა კახა იმნაძემ, რომელმაც საკუთარ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტზე. „რუსეთის ოკუპაციამ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები გადააქცია ტერიტორიებად, სადაც მკვლელობა და წამება დაუსჯელი რჩება, რასაც ადასტურებს 22 თებერვალს იძულებით გადაადგილებული პირის/საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის ძალადობრივი სიკვდილი. საოკუპაციო რეჟიმმა გარდაცვლილის ცხედარი ქართულ მხარეს მხოლოდ რამდენიმე დღის წინ გადმოსცა, სამედიცინო ექსპერტიზამ დაადასტურა მისი წამების აშკარა კვალი", - განაცხადა კახა იმნაძემ. როგორც გაეროსთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა აღნიშნა მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს არასდროს უსარგებლიასრული მანდატის სამშვიდობო ოპერაციით, გაეროს სადამკვირვებლო მისიამ 1993 წლიდან გადამწყვეტი როლი შეასრულა საქართველოშიუსაფრთხოების მიღწევის კუთხით. კახა იმნაძის განცხადებით 2009 წელს გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედმა წევრმა ვეტოდაადო საქართველოში გაეროს სადამკვირვებლო მისიის მანდატის გაგრძელებას, რითაც გაეროს ისტორიაში ძალზედ საშიში პრეცედენტიშეიქმნა. მუდმივი წარმომადგენლის შეფასებით UNOMIG-ის მანდატის იძულებით შეწყვეტამ, რასაც წინ უსწრებდა ეუთოს მისიის საქმიანობისდასრულება, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო ყოფნის თვალსაზრისით სრული ვაკუუმი შექმნა. კახა იმნაძემგაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ციტატა მოიყვანა, რომლის შეფასებითაც ეს რეგიონები ადამიანის უფლებათადარღვევებისთვის ხელსაყრელ შავ ხვრელებად და მსოფლიოში „ერთ-ერთ ყველაზე მიუწვდომელ ადგილებად" აქცია. კახა იმნაძის განცხადებით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობა ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის საჭიროებაზე მიუთითებს, როგორც ეს რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული შეთანხმებითაა გათვალისწინებული. „ამ საკითხზე ჯერ კიდევ ვერ ხერხდება რაიმე პროგრესის, ან თუნდაც შინაარსიანი დისკუსიის გამართვა, ხოლო საბჭო დგას იმ რეალობის წინაშე, როდესაც პოლიტიკის უპირატესი მნიშვნელობა არ იძლევა ესოდენ საჭირო სამშვიდობო მანდატების შექმნის შესაძლებლობას კონფლიქტურ რეგიონებში, სადაც ცენტრალური ხელისუფლება თავის იურისდიქციას ვერ ახორციელებს", - განაცხადა კახა იმნაძემ.
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ 6 პირი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს
გალტ & თაგარტის ჩართულობით, ინვესტორებმა UzNIF-ის ისტორიულ IPO-ში მონაწილეობა მიიღეს
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: "თაკარა" - ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)