|
2018-03-28 22:44:43, 25302 ნახვა
სპეციალური ანონსი
29 მარტის ანონსი
09:50 საათზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით და GIZ-ის მხარდაჭერით, „კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის საკონსულტაციო საბჭოს" მორიგი შეხვედრა გაიმართება. 11:00 საათზე, მაღალმთიანი აჭარის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი სრულად, ჯიპის ტიპის 6 სამედიცინო წესით აღჭურვილი სპეცმანქანით განახლდება. 11:00 საათზე, ქალაქ ზუგდიდში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს მცირე მეწარმეებისთვის შემუშავებულ ახალ საგადასახადო ინიციატივას გააცნობს. 11:00 საათზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გაიხსნება გამოფენა „საქართველო და უკრაინა 100 წლის წინათ". 11:00 საათზე, „ევროპული საქართველოს“ ოფისში გივი თარგამაძის ბრიფინგი გაიმართება. 11:00 საათზე, „საქართველოს რკინიგზის“ პროფკავშირების ორგანიზებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ატარებს წითელა, წითურა, ყბაყურის უფასო ვაქცინაციას - არ გადადო-აიცერი! აქციის ფარგლებში რკინიგზის თანამშრომლებს C ჰეპატიტისა და შიდსის სკრინინგის ჩატარებაც შეეძლებათ. ვაქცინაცია ჩატარდება საქართველოს რკინიგზის ცენტრალურ ოფისში. 11:00 საათზე, ჭიათურაში „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველი პროფკავშირებს და დასაქმებულებს შეხვდება. 12:00 საათზე, საქართველოს ბანკსა და შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკს (BSTDB) შორის ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებას მოეწერება ხელი. ხელმოწერის ცერემონიალში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი, კახა კიკნაველიძე და შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, იგორ ლეშუკოვი. 13:00 საათზე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას შეხვედრა პარლამენტის სტაჟიორებთან. 13:30 საათზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2017 წლის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება. 15:00 საათზე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. 15:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება ღონისძიება სახელწოდებით „საქართველო თამბაქოს გარეშე". 16:00 საათზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარის, ეკა ბესელიას, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, კახაბერ კუჭავას და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი ცქიტიშვილის შეხვედრა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მოწვეულ ექპერტთან, მარი-ანდრე ლაჟუიესთან. 16:00 საათზე, ქალაქ ოზურგეთში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს მცირე მეწარმეებისთვის შემუშავებულ ახალ საგადასახადო ინიციატივას გააცნობს. 17:00 საათზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო შეხვედრა კომიტეტის ახალი დებულების პროექტის განხილვის თაობაზე.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)