|
2018-03-28 21:27:35, 1859 ნახვა
კომენტარი
დონდუა: ჟენევის ფორმატს თუ რამე სჭირდება, ეს არის მონაწილეების პოლიტიკური ნება, რომ გარანტირებული იყოს უსაფრთხოება
„ჟენევის ფორმატს თუ რამე სჭირდება, ეს არის არა რეფორმა, არამედ ყველა მონაწილის პოლიტიკური ნება, რათა ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრდეს მშვიდობა, გარანტირებული იყოს უსაფრთხოება“, - ასე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა რუსი კოლეგის, გრიგორი კარასინის განცხადებას, რომელმაც დისკუსიების ფორმატის ცვლილება არ გამორიცხა. როგორც დონდუამ აღნიშნა, ამ საკითხზე შეხვედრების დრო საუბარი არ ყოფილა. „ჟენევის ფორმატის რეფორმირებაზე საუბარი არ ყოფილა. ეს ფორმატი ერთი მხრივ, არის უნიკალური და ძალიან კარგი ინსტრუმენტი, რათა უპასუხოს იმ ამოცანებს, რომელიც არის დასმული მის წინაშე. ფორმატი ეფუძნება საერთაშორისო სამართლის, იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტებს და ეს არის 2008 წლის 12 აგვისტოს გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ამოცანა არის, რომ ამ ფორმატმა უპასუხოს გამოწვევებს უსაფრთხოების და ჰუმანიტარული თვალსაზრისით, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზეა წარმოქმნილი”, – აღნიშნა დონდუამ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)