|
2018-03-28 20:31:22, 1570 ნახვა
კომენტარი
დონდუა: რუსეთმა კონსტრუქციულ მსჯელობას თავი აარიდა და ჟენევის დისკუსიების პრინციპები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა
რუსეთმა თავი აარიდა კონსტრუქციულ მსჯელობას და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ის ფუნდამენტური პრინციპები, რაზეც ჟენევის მოლაპარაკებები დამყარებული, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუამ ჟენევის მოლაპარაკებების 43-ე რაუნდის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, რუსეთის წარმომადგენლებმა ჯერ კიდევ დღის პირველ ნახევარში გააკეთეს ისეთი განცხადებები, რომლის შემდეგაც, ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებაზე მსჯელობა შეუძლებელი გახდა. „მნიშვნელოვანი საკითხი, რაც განვიხილეთ, ძალის გამოუყენებლობის თაობაზე მონაწილეების ერთობლივი განცხადებაა. ჯერ კიდევ დღის პირველ ნახევარში, რუსეთის წარმომადგენლებმა გააკეთეს ისეთი განცხადებები, რომელიც მიმართული იყო იმისკენ, რომ ამ საკითხზე მსჯელობა არ მომხდარიყო. მათ ყველანაირად თავი აარიდეს კონსტრუქციულ მსჯელობას ძალის გამოუყენებლობის საკითხზე. ეს გააკეთეს იმიტომ, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს ის ფუნდამენტური პრინციპები, რაზეც არის დამყარებული ჟენევის მოლაპარაკებები, ანუ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელსაც ხელი მოეწერა საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს. ყოველივე ამის შემდეგ ერთობლივ განცხადებასთან დაკავშირებით საგნობრივი მსჯელობა უკვე რთული იყო“, - განაცხადა დავით დონდუამ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)