|
2018-03-28 17:37:49, 2296 ნახვა
ეკონომიკა
„ატლანტიკ ჯგუფი“: საქართველო ევროპისა და აზიის ბაზრებისთვის არის კარი
„საქართველო ევროპისა და აზიის ბაზრებისთვის კარია", - ამის შესახებ ფრანგული კომპანია Groupe Atlantic-ის გენერალურმა დირექტორმა ინდუსტრიის განვითარების დარგში ემანუელ კაიმ განაცხადა. ფრანგული კომპანიის ინვესტირებით დღეს ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ევროპული სტანდარტების ელექტროგამაცხელებლების ქარხანა ოფიციალურად პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გახსნა. როგორც გახსნაზე ემანუელ კაიმ განაცხადა, ქუთაისში „ატლანტიკ-ჯორჯიას" განთავსება ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ასე კომპანია უფრო ახლოს არის თავის მომხმარებლებთან. „საქართველო ბევრი ბაზრისთვის არის კარი, ამიტომ ქუთაისში ჩვენი საწარმოს განთავსება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ახლოს ვართ ჩვენს მომხმარებლებთან. როდესაც ახალ ქვეყანაში ჩავდივართ, ვცდილობთ, მოვერგოთ ამ ქვეყნის კანონმდებლობას, ამავე დროს დავნერგოთ „ატლანტიკის" სტანდარტები. მე ვიტყოდი, რომ საქართველოში საქმიანობის დაწყება ჩვენი სტანდარტების შესაბამისად არ გაგვჭირვებია. აქ შესანიშნავი კლიმატია. ჩვენ დავასაქმეთ ადგილობრივები, რომლებსაც ვუტარებთ ტრენინგებს. ასე რომ, საქართველოში ყოფნით ბედნიერები ვართ", - განაცხადა ემანუელ კაიმ. „ატლანტიკ ჯორჯიას" საწარმოში უკვე დამონტაჟებულია ყველა დანადგარი და გეგმურად, დღეში 500-მდე ელექტროგამაცხელებელი იწარმოება, რომელიც კვირაში ორჯერ ექსპორტზე გადის, მათ შორის ევროპისა და დსთ-ის ქვეყნებში. ქარხანაში დღეისთვის 45 მილიონ ლარზე მეტია ინვესტირებული. ამ ეტაპზე საწარმოში 120 ადამიანამდეა დასაქმებული, რომლებიც სრულად არიან გადამზადებული უმაღლესი ევროპული სტანდარტების მიხედვით. ფრანგული კომპანია „ატლანტიკ ჯგუფი" ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა დასავლეთ ევროპაში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 22 ქარხანას ფლობს. ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა რამდენიმე წლის წინ შეიქმნა. დღევანდელი მდგომარეობით, თიზ-ში ხდება სხვადასხვა სახის საექსპორტო პროდუქციის, მათ შორის ტექსტილის, სახურავების, ნათურების, ზეთების, საყოფაცხოვრებო ტექნიკის წარმოება. ამ დროისთვის ასევე მიმდინარეობს მაკარონის ქარხნის მშენებლობაც, რომელიც მალე დასრულდება. საერთო ჯამში, ქუთაისის თიზ-ში ინვესტირებულია 100 მილიონ დოლარზე მეტი, ხოლო კონტრაქტით დასაქმებულია 370 ადამიანი.
(NS)
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)