|
2018-03-28 15:46:48, 1392 ნახვა
კომენტარი
უგულავა: „ოცნების“ ვითომ ლიბერალური ნაწილი დასავლეთს ეკეკლუცება და დემოკრატიის გაძლიერებაზე საუბრობს
"ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგი უგულავა ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხს ეხმაურება. როგორც უგულავამ აღნიშნა, ბორჯომის საკრებულოს მოვლენებში "ქართული ოცნებაა" პასუხისმგებელი. "ბორჯომელების გადაწყვეტილება იყო, რომ საკრებულო ყოფილიყო ოპოზიციური, რომ ქართული ოცნების მერს ეთანამშრომლა ოპოზიციურ საკრებულოსთან, რომელსაც ხელმძღვანელობდა ზაზა ჩაჩანიძე. ბორჯომელების წინააღმდეგ განხორციელებული ეს ქმედება კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ქართული ოცნება არ იცვლება. როგორც 2013 წელს იჭერდა და ემუქრებოდა საკრებულოს წევრებს, ფანჯრიდან ყრიდა სავარძლებს არჩეული საკრებულოების და მერის კაბინეტებიდან, ზუსტად იგივეს აკეთებს ექვსი წლის თავზე და ამაში არ არის მხოლოდ გედი ფოფხაძე დამნაშავე, რომელიც რეალურად ხელმძღვანელობდა ამ სპეცოპერაციას. ამაზე პასუხისმგებელია მთლიანად ქართული ოცნება და მათ შორის ყველაზე მეტად მისი ვითომ ლიბერალური ნაწილი, რომელიც დასავლეთს ეკეკლუცება და დემოკრატიის გაძლიერებაზე საუბრობს", - განაცხადა გიგი უგულავამ. ცნობისთვის, ბორჯომის საკრებულოს წევრებმა თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე თანამდებობიდან გადააყენეს.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)