|
2018-03-27 16:48:39, 1378 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე ოპოზიციას: გენგეგმის განხილვა ღია იყო და მასში მონაწილეობა ნებისმიერ პირს შეეძლო
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განხილვა სხვადასხვა ეტაპზე ღია იყო, სადაც საკუთარი შენიშვნების წარდგენა და დეტალური ინფორმაციის მიღება ყველა დაინტერესებულ მხარეს შეეძლო, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გენგეგმის საჯარო განხილვის დროს, შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა. თბილისის მერის თქმით, გენერალურ გეგმასთან დაკავშირებული შენიშვნების გამოთქმა ყველა მოქალაქეს შეეძლო. „ჩვენი მხრიდან გაცხადებული იყო, რომ დაინტერესების შემთხვევაში, ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს საჯარო განხილვაში მონაწილეობა შეეძლო. მერიის კარი ღია იყო და კომუნიკაციის პრობლემა არასდროს ყოფილა. თქვენ შეგეძლოთ, გენგეგმაზე მიგეღოთ დეტალური ინფორმაცია, ინდივიდუალურად მოსაწვევს ვერ გამოგიგზავნიდით“, - მიმართა კახა კალაძემ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს. მისივე თქმით, ქალაქის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის განხილვის პროცესში ჩართულ პოლიტიკოსებს მეტი პასუხისმგებლობა მართებთ. „როდესაც ვსაუბრობთ ქალაქის გრძელვადიან განვითარებაზე და ქალაქის განვითარების გრძელვადიანი დოკუმენტი უნდა მივიღოთ, სადღეგრძელოებით და ლექსებით საუბარი პოლიტიკოსების მხრიდან არასწორია. ხვალ კიდევ გვექნება შეხვედრები სხვადასხვა დარგის წარმომადგენელთან, ექსპერტებთან, ვიმსჯელებთ და გადაწყვეტილებასაც ამის შესაბამისად მივიღებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)