|
2018-03-27 13:30:02, 1361 ნახვა
კომენტარი
უდუმაშვილი - გენგეგმის მიღება მალე უნდა მოხდეს, რომ ივანიშვილს კიდევ არ მოუნდეს რაღაც ტერიტორიების მიერთება
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატის ზაალ უდამაშვილის განცხადებით, მისთვის გაუგებარია, თუ რატომ არ მოხერხდა გენერალური გეგმის ამ დრომდე მიღება. უდუმაშვილს აინტერებს, რა სახის შენიშვნები აქვს ქალაქის მერიას არსებულ გენგეგმასთან დაკავშირებით. “მთავარი კითხვა არის ის თუ რატომ არ მოხერხდა ამ დრომდე თბილისის გენერალური გეგმის მიღება, ვინაიდან გენერალური გეგმა არის ამ ქალაქის კინსტიტუცია და სწორედ ამ დოკუმენტის მიხედვით, უნდა განვითარდეს დედაქალაქი უახლოესი წლების განმავლობაში. მაინტერესებს თავად მერიას რა შენიშვნები აქვს. ამ დოკუმენტს რამდენჯერმე გავეცანი და შევხვდი გენერალური გეგმის ავტორებს და ვთვლი, რომ ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტია. გარდა იმისა რომ გენგეგმა უნდა მიიღოს ქალაქმა, ეს ერთია და მეორე ამ გენერალური გეგმის აღსრულებაა, რის მონიტორინგსაც პირობას ვაძლევ თბილისის მერიას, ჩვენ და ჩვენი ფრაქცია აქტიურად განახორციელებს. მინდა ძალიან მალე მოხდეს ამ დოკუმენტის მიღება, ვინაიდან კიდევ არ მოუნდეს ბიძინა ივანიშვილს რაღაც ტერიტორიების მიერთება და დამტკიცება საკუთარ სახელზე. სწორედ ეს იქნება მთავარი დოკუმენტი, რომელიც ასეთ მავნებლობებს შეზღუდავს დედაქალაქში",-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)