|
2018-03-27 12:49:32, 1884 ნახვა
კომენტარი
კალაძე ხაბეიშვილს: ქალაქის ბიუჯეტით წავედი მილანში, ვიღაცები დავპატიჟე ბარში, რესტორანში, მერე თმები შევიჭერი
თბილისის მერმა კახა კალაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს წევრის, ლევან ხაბეიშვილის ბრალდებებს უპასუხა, რომლის თანახმადაც მერმა ქალაქის ბიუჯეტიდან თანხები მილანში ყოფნის დროს არამიზნობრივად დახარჯა. "სასაცილოა ამაზე ლაპარაკი. კალაძეს იტალიაში კი არა, საერთოდ.... არ მინდა ამაზე ლაპარაკი. თმები შევიჭერი მილანში. ეს არის ჩემი პასუხი ხაბეიშვილის განცხადებაზე. ქალაქის ბიუჯეტიდან ავიღე თანხები, წავედი მილანში, ქალაქის ბიუჯეტიდან დავხარჯე თანხები, იქ კიდევ ვიღაცეები დავპატიჟე ბარში, რესტორანში, ესეც ქალაქის ბიუჯეტის თანხებით. მერე თმები შევიჭერი, არ ვიცი მოგწონთ თქვენ თუ არა. ესეც ქალაქის ბიუჯეტით გავაკეთე", - განაცხდა კალაძემ. კითხვაზე - რა ოფიციალური შეხვედრები გაიმართა ქალაქის ბიუჯეტის თანხებით, კალაძემ განაცხადა: "არაფერი, ისე უბრალოდ წავედი გასართობად ქალაქის ბიუჯეტით. მერე ღამის კლუბშიც წავედი. კიდევ გავიხსენებ და წერილობით მოგაწვდით“, - განაცხადა კალაძემ. ცნობისთვის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისის მერი ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულა. როგორც პარტიის წევრმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, კალაძე მოადგილესთან, ილია ელოშვილთან და საერთშორისო ურთიერთობების საკითხებში კონსულტანტთან ერთად, ლუქსემბურგში, მილანსა და ვარშავაში იმყოფებოდა, რაც ბიუჯეტს 14 500 დოლარი დაუჯდა.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)