|
2018-03-27 12:32:16, 1483 ნახვა
კომენტარი
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ კალაძე საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულა
„ნაციონალური მოძრაობამ“ თბილისის მერი, კახა კალაძე საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულა. პარტიის წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, კალაძე მოადგილესთან, ილია ელოშვილთან და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში კონსულტანტთან ერთად ლუქსემბურგში, მილანსა და ვარშავაში იმყოფებოდა. მისი თქმით, ეს ვიზიტი ბიუჯეტიდან 14 500 ლარი დაჯდა. „ის, რომ კახა კალაძე და დედაქალაქის მერია ბიუჯეტის სახსრებს უყურებს ისე, როგორც საკუთარი ჯიბის ფულს, ეს უკვე დამტკიცდა ლევან გაჩეჩილაძისთვის გადარიცხული 30 000 ლარით. კალაძე აგრძელებს 20 მანეთად მოსკოვში გადაფრენის ტრადიციას და ამ შემთხვევაშიც ბიუჯეტის ხარჯზე იფრინა მილანის მიმართულებით, სადაც თმები შეიჭრა. ბიუჯეტმა ვიზიტში გადაიხადა 14 000 ლარზე მეტი. კონკრეტული დოკუმენტაცია გვაქვს წარმოდგენილი, კალაძის ბრძანება, რომელზეც მისი ხელმოწერაა. აღნიშნულით დასტურდება ის იყო პოტენციურ ინვესტორთან შეხვედრაზე. ჩამოსვლის შემდეგაც ვინ იყო ეს პოტენციური ინვესტორი, ბურუსით არის მოცული, რადგან დოკუმენტაციაში ამაზე არაფერი არ წერია. სავარაუდოდ, პოტენციურ ინვესტორად კალაძე განიხილავს იმ დალაქს, რომელმაც მას „ნანეტი“ შეჭრა“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)