|
2018-03-27 11:32:21, 1482 ნახვა
კომენტარი
ჩუგოშვილი - პაპუნა უგრეხელიძის მიმართ ბრალდებების დადასტურების შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული ზომები იქნება მიღებული
პარლამენტის ვიც-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, პაპუნა უგრეხელიძის მიმართ გაჟღერებული ბრალდებების დადასტურების შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული ზომები იქნება მიღებული. როგორც ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სექსუალური შევიწროება ძალიან მძიმე ბრალდებაა. "პირველ რიგში ვიტყვი, რომ სექსუალური შევიწროების ყველა ფაქტი, მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება მაღალი თანამდებობის პირებს, ძალიან მძიმე ბრალდებაა. ვფიქრობ, რომ ყველა მათგანი და ეს კონკრეტული შემთხვევა აუცილებლად უნდა იყოს სათანადოდ შესწავლილი. ამ კონკრტულ ფაქტზე ინფორმაცია არ მაქვს, ვიცი მხოლოდ ის, რაც მედიით გაჟღერდა და მხოლოდ შემიძლია დავაფიქსირო ჩემი პოზიცია, რომ უნდა მოხდეს შესაბამისი მოკვლევა და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოხდეს გადაწყვეტილების მიღება. თუ ეს ფაქტი დადასტურდება, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია კანონით გათვალისწინებული რეაგირებები იქნას გამოყენებებული", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. ცნობისთვის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი, პაპუნა უგრეხელიძე რამდენიმე დღის წინ ყოფილმა თანამშრომელმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)