|
2018-03-26 20:36:55, 1623 ნახვა
კომენტარი
ქეთევან ციხელაშვილი: ბავშვი ნორმალურადაა, რაიმე სერიოზული დაზიანება არ აღენიშნება
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ინგოროყვას კლინიკაში წყნეთის გზატკეცილზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვვეისას დაშავებული მოზარდი მოინახულა. როგორც ციხელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბავშვი თავს ნორმალურად გრძნობს და მას რაიმე სერიოზული დაზიანება არ აღენიშნება: „საბედნიეროდ ბავშვი არის ნორმალურად, მე ვესაუბრე მკურნალ ექიმსაც, მშობლებსაც, ბავშვსაც, ის გადაადგილდება თავისი ფეხით, ჩაუტარდა ყველა საჭირო გამოკვლევა, არ აღენიშნება რაიმე სერიოზული დაზიანება, ტრავმა. მაინც ჩვენი სურვილიც და ექიმის რეკომენდაციაც არის ის, რომ ჩაუტარდეს ყველა სიღრმისეული გამოკვლევა, რათა აბსოლუტურად ყველანაირი დაზიანება გამოირიცხოს“,-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა. შეგახსენებთ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის კუთვნილი ავტომობილი წყნეთის გზატკეცილზე 12 წლის მოზარდს დაეჯახა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. ავტომანქანა საჯარიმო სადგომზეა გადაყვანილი.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)