|
2018-03-26 14:48:59, 1542 ნახვა
კომენტარი
ანა ნაცვლიშვილი: არსებული ნარკოპოლიტიკა ახალ პრობლემებს აჩენს
დღეს არსებული რეპრესიული ნარკოპოლიტიკა ვერ პასუხობს ნარკოდამოკიდებულების შემცირების მიზანს და თავად აჩენს ახალ პრობლემებს- ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მოლოდინი, რომ რაღაც შეიცვლებოდა მაღალი იყო, თუმცა რეფორმა ჭიანურდება. "არსებული ნარკოპოლიტიკა აჩენს ახალ პრობლემებს კონკრეტული ადამიანებისთვის და საზოგადოებისთვის. საზოგადოებაში მოლოდინი, იმისა, რომ ეს ნარკოპოლიტიკა შეიცვლებოდა, ჯერ კიდევ 2013 წლიდან არსებობდა. მიუხედავად ამისა, ჩვენ დღემდე ვხედავთ, რომ რეფორმა ჭიანურდება, რაც არის ძალიან სამწუხარო", - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა. მისი განცხადებით, ამ პირობებში პრეზიდენტმა უკვე შეცვალა შეწყალების კომისიისადმი მიმართვის პროცედურა. გახდა ეს პროცედურა გაცილებით უფრო მარტივი ყველასთვის თანაბრად. "იმ ადამიანებს, რომლებსაც ბრალად შერაცხული აქვთ ნარკოტიკის მოხმარება და ნარკოდანაშაულები, გარდა ნარკოტრანზიტისა, გასაღებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებით ჩადენილი დანაშაულებისა, ამ ადამიანებს აღარ მოუწევთ თვეობით, ან რიგ შემთხვევებში, წლობით ლოდინი იმისთვის, რომ მიმართონ შეწყალების კომისიას. ეს არის მნიშვნელოვანი ცვლილება და გზას უხსნის ამ ადამიანებს, რომ მათი საქმეები კომისიამ ინდივიდუალურ რეჟიმში შეისწავლოს დამატებითი ლოდინის გარეშე და ინდივიდუალურ რეჟიმში საქმეების შესწავლის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება", - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)