|
2018-03-24 12:57:07, 1636 ნახვა
კომენტარი
სააკაშვილი: ტატუნაშვილი, ანწუხელიძის მსგავსად, მებრძოლი საქართველოს სიმბოლოა, ნაწამების, მაგრამ მაინც გაუტეხელის!
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არჩილ ტატუნაშვილისთვის ეროვნული გმირის წოდების მინიჭების ინიციატივით გამოდის. როგორც სააკაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, ტატუნაშვილმა გაიმეორა გიორგი ანწუხელიძის გმირობა და კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ სამშობლო, მისთვის მრძოლა და თავდადება, ისეთივე აქტუალურია, როგორც ყველა წინა ეპოქაში. „დღეს ქართველი გმირის, არჩილ ტატუნაშვილის დაკრძალვაა. ის ოკუპანტებმა წამებით მოკლეს. მოკლეს იმიტომ, რომ თავი არ დაუხარა, იმიტომ რომ უარი თქვა ეღიარებინა "ახალი რეალობა", იმიტომ რომ, ნამდვილი ქართველი იყო! ტატუნაშვილმა გაიმეორა გიორგი ანწუხელიძის გმირობა და კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ 21-ე საუკუნეშიც, სამშობლო, მისთვის მრძოლა და თავდადება, ისეთივე აქტუალურია, როგორც ყველა წინა ეპოქაში და გმირები, მარტო წიგნებში, არ არსებობენ. ქედს ვიხრი მისი მშობლების წინაშე. ტატუნაშვილი, ანწუხელიძის მსგავსად, არის მებრძოლი საქართველოს სიმბოლო, ნაწამების, ნაიარევის, მაგრამ მაინც გაუტეხელის! გამოვდივარ ინიციატივით, მიენიჭოს მას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება და სხვა ღონისძიებები ჩავატაროთ მისი სახელის უკვდავსაყოფად და ქართველების ახალი თაობების მის მაგალითზე აღსაზრდელად“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)