|
2018-03-24 11:17:47, 2457 ნახვა
ეკონომიკა
ქართული ღვინის 32 კომპანია ჩინეთის უმსხვილეს გამოფენაში მონაწილეობს
22-24 მარტს ჩინეთში, სიჩუანის პროვინციის ქალაქ ჩენგდუში „ღვინისა და საკვების საერთაშორისო გამოფენა" (The 98th China Food & Drinks Fair) იმართება. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, წელს გამოფენაში ქართული ღვინის მწარმოებელი 32 კომპანია მონაწილეობს. გამოფენა „China Food & Drinks Fair" ტარდება 1955 წლიდან და მიჩნეულია უმნიშვნელოვანეს გამოფენად ჩინეთში. საგამოფენო სივრცე გაშლილია 300 ათას კვ.მ-ზე და მასში ყოველწლიურად წარმოდგენილია 4500-ზე მეტი მონაწილე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ხოლო გამოფენას სტუმრობს 200 ათასზე მეტი ვიზიტორი. გამოფენას ესწრება ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თამთა ყველაიძე, რომლის თქმითაც, წლევანდელი გამოფენა კომპანიებისთვის წარმატებული აღმოჩნდა. „ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები აღნიშნულ გამოფენაში უკვე მეოთხე წელია მონაწილეობენ და აღსანიშნავია, რომ მონაწილე კომპანიების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. წლევანდელი გამოფენა ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიებისთვის საკმაოდ პროდუქტიული აღმოჩნდა. რამდენიმე მათგანმა გამოფენის მსვლელობის დროს უკვე გააფორმა ახალი საექსპორტო ხელშეკრულება, რამდენიმემ კი მოლაპარაკებები დაიწყო პოტენციურ იმპორტიორებთან, რაც არის კიდეც აღნიშნულ გამოფენაზე ქართული კომპანიების მონაწილეობის მთავარი ამოცანა", - აღნიშნა თამთა ყველაიძემ. წელს გამოფენაში მონაწილეობას იღებდნენ შემდეგი ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები: „თელავის ღვინის მარანი", „გიუაანი", „კახური", „ვიტე ვერა" (ბესინი), „ვინაგორა", „კახური ღვინის მარანი", „ასკანელი ძმები", „BG Wines", „ჩელთი", "თბილღვინო", "ფალავანი", "კოტეხი", "ვაინმენი", "ქიმერიონი", "შილდა", „სათავადო", "თელიანი ველი", „ჯიმშერი", "კორპორაცია ქართული ღვინო", "ბოლერო და კომპანია", "შატო მუხრანი", "მეღვინეობა ხარება", GWS, "ბატონო", KTW, "მარანული", "ქართული ღვინის სახლი", "მოსმიერი", შპს „კორპორაცია ქინძმარაული", „შუხმანის ღვინოები", "ვაზიანი კომპანი" და „დუგლაძეების ღვინის კომპანია".
(NS)
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)