11:28 - 20 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-22 18:17:56, 2701 ნახვა

სამართალი
„ქართული მარშის“ 2 აქტივისტს ბრალი დაუმძიმდა

„ქართული მარშის“ 6 აქტივისტიდან ორს ბრალი დაუმძიმდა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შენობასთან მომხდარის გამო, ლუკა ნაცვლიშვილს 293-ე (ხულიგნობა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) და 187-ე (ნივთის დაზიანება), ხოლო გიორგი ონიანს 293-ე და 126-ე (ძალადობა) მუხლების დარღვევა ედება ბრალად.

რაც შეეხება დანარჩენ აქტივისტებს: ლადო სადღობელაშვილს, მიხეილ ამისულაშვილსა და ირაკლი დოლენჯაშვილს ბრალი 239–ე მუხლით აქვთ წარდგენილი.

შეგახსნებთ, გიორგი გაბუნიამ იესო ქრისტეზე „რუსთავი 2-ის“ ეთერში ისაუბრა. "მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ საშინელი შეცდომა დაუშა, როდესაც 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო აჭარაში და ჯვარზე კი ვეღარ გააკრავდნენ, იმიტომ რომ ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი და ამ დროისთვის ბიძინას ეზოში იქნებოდა გადატანილი ყველა ხე", - განაცხადა გაბუნიამ.  

აღნიშნულის გამო, 19 მარტს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შენობასთან საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული მარშის“ აქტივისტები შეიკრიბნენ და ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას გამონათქვამთან დაკავშირებით პროტესტს გამოხატავდნენ. ჟურნალისტებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ერთ-ერთი ჟურნალისტი დაშავდა.  შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება  სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ინციდენტის დროს დაზიანდა ტელეკომპანიის ერთ-ერთი თანამშრომლის კუთვნილი ავტომანქანა, რაზეც გამოძიება სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანების ფაქტზე, სსკ-ს 187-ე მუხლით დაიწყო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საგარეო ევროკავშირს საკონსტიტუციო სასამართლოს ზეწოლაში და საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს
შვილებს, მათ შორის, არასრულწლოვანს, მათივე ნების საწინააღმდეგოდ აიძულებდნენ ცოლად გაჰყოლოდნენ - პოლიციამ სამი პირი დააკავა თანასოფლელ მამაკაცებს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდო 2027 იწყება
ვენსი: უკრაინა „გარკვეული გაგებით“ პარტნიორია, მაგრამ მან უნდა შეწყვიტოს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დარტყმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics