05:15 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-19 18:00:51, 397 ნახვა

საზოგადოება
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმის კაფე-ბარებში ცხენის ხორცი გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმის კაფე-ბარებში ცხენის ხორცი გამოყენების ფაქტები გამოავლინა.
სააგენტოს ინფორმაიით, ტაბიძის ქუჩაზე მდებარე კაფე-ბარ „რონიკასა" (ი.მ „გელა ახალაძე") და ჭავჭავაძის ქუჩაზე, კაფე-ბარ „ქართველოში" ( ი.მ „ვაჟა ქართველიშვილი") დამზადებულ ოსტრსა და ქაბაბში ცხენის ხორცი აღმოჩნდა.
„სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა აღნიშნული კაფე-ბარებიდან ხორცის სახეობრივი კვლევისთვის აიღეს მზა კულინარიული ნაწარმის ნიმუშები და გამოსაკვლევად აკრედიტებულ ლაბორატორიაში გადააგზავნეს.
კვლევის შედეგად ი.მ „გელა ახალაძის" კაფე-ბარ „რონიკასა" და ი.მ „ვაჟა ქართველიშვილის" კაფე-ბარ „ქართველოში" იდენტიფიცირდა ცხენის ხორცი, რის გამოც, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბიზნესოპერატორები 1000-1000 ლარით დაჯარიმდნენ“, - ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ობიექტებში არაგეგმური ინსპექტირება განხორციელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics