|
2018-03-21 21:47:02, 1769 ნახვა
კომენტარი
მამუკა ბახტაძე: მიღებული რეზოლუცია ქვეყნის დეოკუპაციის გზაზე კიდევ ერთი სერიოზული ნაბიჯი იქნება
საქართველოს პარლამენტის მიერ დღეს მიღებული რეზოლუციის მიღების მნიშვნელობაზე საუბრობს თავის კომენტარში ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე. „დღეს პარლამენტმა მიიღო ჩვენი გუნდის მიერ ინიცირებული უმნიშვნელოვანესი რეზოლუცია, რომელშიც მკაფიოდაა დაფიქსირებული ჩვენი ქვეყნის პრინციპული პოზიცია რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევებისა და ჩვენი თანამოქალაქეების - გიგა ოთხოზორიას და არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის გამო. ვფიქრობ, ეს კიდევ ერთი სერიოზული ნაბიჯი იქნება დეოკუპაციის პროცესის ეფექტურად წარმართვისა და ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის განმტკიცების გზაზე", - აცხადებს ფინანსთა მინისტრი, მამუკა ბახტაძე. საქართველოს პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, 106 ხმით მიიღო რეზოლუცია „რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის" შესახებ".
(NS)
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)