|
2018-03-21 21:34:15, 1557 ნახვა
კომენტარი
ლევან დავითაშვილი: პარლამენტმა სამართლებრივად გამართული რეზოლუცია მიიღო
„საქართველოს პარლამენტმა მიიღო სამართლებრივად აბსოლუტურად გამართული რეზოლუცია“, – ასე შეაფასა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით დეპუტატების მიერ მიღებული რეზოლუცია. მინისტრმა ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ რეზოლუცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიციას მკაფიოდ გამოხატავს. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია გამოხატავს პრინციპულად იმ პოზიციას, რომელიც გააჩნია მმართველ გუნდს. რეზოლუციაში ასახულია და დაფიქსირებულია ჩვენი პოზიციები, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით, ასევე ეს არის რეზოლუცია, რომელიც მშვიდობიანად კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივებს უსვამს ხაზს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა. საქართველოს პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, 106 ხმით მიიღო რეზოლუცია „რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის" შესახებ".
(NS)
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)