|
2018-03-21 21:20:23, 1463 ნახვა
კომენტარი
ლევან იზორია: პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც აბსოლუტურად შეესაბამება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს
„დღეს უმრავლესობის ინიციატივით, პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც აბსოლუტურად შეესაბამება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს“, - ასე აფასებს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია პარლამენტის მიერ არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებული რეზოლუციის მიღებას. „ეს არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის მკაფიო გამოხატულება ისეთ საკითხებთან, რომელიც უკავშირდება ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პრინციპულ პოლიტიკას და მათ დეოკუპაციას, უკავშირდება ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების და მათი უფლებების ურყევ დაცვას და, რასაკვირველია, კონფლიქტების მშვიდობიანი რეგულირების აუცილებლობას საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩართულობით“, - ნათქვამია ლევან იზორიას განცხადებაში. საქართველოს პარლამენტმა არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებულ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა. რეზოლუციის პროექტი პლენარულ სხდომაზე დღეს განიხილეს, რის შემდეგაც კენჭისყრა გაიმართა. რეგისტრაცია გაიარა 110-მა დეპუტატმა. რეზოლუციის პროექტს მხარი 106-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ წასულა.
(NS)
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)