|
2018-03-21 17:37:57, 1440 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე გოცირიძეს: პოლიტიკური გაბედულება არ გაქვთ თან წამოღებული, რომ რეზოლუციას მხარი დაუჭიროთ
„თქვენ უბრალოდ პოლიტიკური გაბედულება არ გაქვთ დღეს თან წამოღებული, რომ ამ რეზოლუციას მხარი დაუჭიროთ“, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ რომან გოცირიძეს. როგორც მან აღნიშნა, გოცირიძემ მისი გამოსვლის არასწორი ინტერპრეტაცია მოახდინა. ”ძალიან უყურადღებოდ უსმენდით ჩემ გამოსვლას, იმიტომ რომ აბსოლუტურად არასწორი ინტერპრეტაცია გააკეთეთ. აქ არის ბევრი ადამიანი, ვინც მოისმინა ჩემი ნათქვამი, ასევე სტენოგრამას გადმოგცემთ სახსოვრად, რომ ასეთი რამ არ მითქვას. მე ვთქვი, რომ ძალის არგამოყენებასთან დაკავშირებით ასახულია არა თქვენი, არამედ ქალბატონი სალომეს და თინას შემოთავაზებები რეზოლუციაში ორ ადგილზე. რაც შეეხება მეორე საკითხს, მართალი გითხრათ, არც მაგის მჯერა, ისინი რომ ყოფილიყო გათვალისწინებული, მხარს დაუჭერდით. თქვენ უბრალოდ პოლიტიკური გაბედულება არ გაქვთ დღეს თან წამოღებული, რომ ამ რეზოლუციას მხარი დაუჭიროთ. სამწუხაროა, რომ თქვენი კოლეგებიც გავლენის ქვეშ მოაქციეთ, თუმცა რეზოლუციას უმრავლესობის და უმცირესობის მხარდაჭერა აქვს”, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. პარლამენტში დღეს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ რეზოლუციის პროექტს კენჭი უყარეს. დოკუმენტს მხარი 106-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგ ხმა არც ერთ დეპუტატს მიუცია, თუმცა ფრაქცია "ნაციონალურმა მოძრაობამ" კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)