|
2018-03-21 15:43:42, 1618 ნახვა
ეკონომიკა
ევროკავშირი თბილისში ახალი საგარეო საინვესტიციო გეგმის განხორციელებას იწყებს
ევროკავშირი თბილისში ახალი საგარეო საინვესტიციო გეგმის განხორციელებას იწყებს. საგარეო საიმვესტიციო გეგმის (EIP) ფარგლებში ევროკავშირი მობილიზებას გაუკეთებს რესურსს 4.1 მილიარდი ევროს ოდენობით, რაც თავის მხრივ დააგენერირებს 44 მილიარდი ევროს საინვესტიციო პოტენციალს საჯარო და კერძო სექტორისთვის 2017-2020 წლებში, დაახლოებით 70 მსოფლიო ქვეყნის ეკონომიკისთვის, საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ჩათვლით. საგარეო საინვესტიციო გეგმა პასუხობს ამბიციურ პოლიტიკურ ამოცანებს და მიზნად ისახავს დიდი მოცულობის იმვესტიციის მობილიზებას, რათა ხელი შეუწყონ ეროკავშირის პარტნიორი ქვეყნების სოციალურ და ეკონომიკურ გამვითარებას. "ევროპის საინვესტიციო გეგმა არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენ ქვეყანაზეც ვრცელდება. როგორც უკვე იყო აღნიშნული საგარეო საინვესტიციო გეგმის ფარგლებში ევროკავშირი მობილიზებას გაუკეთებს რესურსს 4.1 მილიარდი ევროს ოდენობით, რაც თავის მხრივ დააგენერირებს 44 მილიარდი ევროს საინვესტიციო პოტენციალს საჯარო და კერძო სექტორისთვის 2017-2020 წლებში, დაახლოებით 70 მსოფლიო ეკონომიკისთვის, საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ჩათვლით. თვითონ ინსტრუმენტი არის საინტერესო იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის ინსტრუმენტი რომელიც იძლევა შესაძლებლობას რისკის შემცირების ინვესტორთათვის. ეს არის ის საგარანტია მექანოზმები, რომელსაც მიიღებს უკვე ჩვენი კომერციული საბანკო სექტორი იმისათვის, რომ სექტორების მიხედვით მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით, მათ შორის ინოვაციური მიმართულებით და სხვა მიმართულებებით, ამ საგარაბტიო მეწანიზმების გამოყენებით მათ შეძლონ თავიანთი რისკების შემცირება და შესაბამისად დაინტერესებულ პირებზე კრედიტების გაცენა და ეკონომიკის წახალისება. საბოლოო ჯამში ეს ინსტრუმენტი შესაძლებლობას მოგვცემს როგორც დიდი პროექტების მხრივ დიდი ინვესტორების შემოყვანის, ასევე მცირე პროექტების მხრივ პორტფელია მხრივ რისკებს შემცირების. თანხა არის ჩვენზე დამოკიდებული. ყველა ევროპული ბანკი იქნება ამაში ჩართული - ევროპის რეკონატრუქციის ბანკი, გერმანიის საერთაშორისო ბანკი და სხვა. ისინი იქნებიან ამ ინსტრუმენტების გამყვანები", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)