|
2018-03-21 00:59:48, 23324 ნახვა
სპეციალური ანონსი
21 მარტის ანონსი
21 მარტს, 10:00 საათზე, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ გამართავს საგანგებო პრესკონფერენციას ორ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომელშიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, გიორგი მაქაუტაძე ფიგურირებს. 21 მარტს, 10:30 საათზე, თბილისის მერიაში კომპანია „სი-ტი პარკის“ ადვოკატები ნათია წკეპლაძე და ალექსანდრე იოსელიანი დედაქალაქის მერს კახა კალაძეს ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების თაობაზე განცხადებით მიმართავენ. 21 მარტს, 10:30 საათზე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციას გახსნის. 21 მარტს, 11:45 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება. 21 მარტს, 12:00 საათზე, ტექნოპარკში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო მსოფლიო ბანკის პროექტის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის” (GENIE) ფარგლებში თანადაფინანსების გრანტების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება. 21 მარტს, 15:00 საათზე, თბილისში ევროკავშირი ახალ საგარეო საინვესტიციო გეგმას წარადგენს. ღონისძიებას გახსნიან საქართველოს ვიცე–პრემიერი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების დირექტორატის გენერალური დირექტორის მოადგილე კატარინა მატერნოვა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორი კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბრუნო ბალვანერა. სასტუმრო „თბილისი მარიოტი“ (Ballroom) 21 მარტს, 15:00 საათზე, დავით როსტომაშვილის ცემის ფაქტზე მსჯავრდებული ახალგაზრდების ოჯახის წევრები, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად მთავარ პროკურატურასთან აქციას გამართავენ. საკონტაქტო ტელ.: 598555445 17:00 საათზე, თბილისის საკრებულოში გაიმართება ქალაქ თბილისსა და ქალაქ მინსკს შორის 2018-2020 წლების თანამშრომლობის პროგრამის ხელმოწერის ცერემონია. დოკუმენტს ხელს მოაწერენ თბილისის მერი კახა კალაძე და მინსკის საქალაქო აღმასკომის თავმჯდომარე ანდრეი შორეცი. დოკუმენტი ითვალისწინებს პარტნიორობის განვითარებას ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურის, განათლების, ტრანსპორტისა და საბინაო-კომუნალურ სფეროებში. მის: თავისუფლების 2 -თბილისის საკრებულო
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)