|
2018-03-20 18:49:32, 1461 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კობახიძე: არის ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენება შეიძლება დღესაც მოხდეს
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, არსებობს ინფორმაცია, რომ შესაძლოა, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება დღეს მოხდეს: „არის გარკვეული ინფორმაცია, რომელიც პოზიტიური მოლოდინის შესაძლებლობას იძლევა და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესი ძალიან მალე დასრულდება. შეიძლება დღესაც მოხდეს, როგორც გვატყობინებენ,"-ამის შესახებჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განუცხადა. შეგახსენებთ, არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს, 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა მისი გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების თაობაზე. საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან უამრავი მოწოდებისა და საქართველოს ხელისუფლების მცდელობის მიუხედავად, ოჯახს ცხედარი ამ დრომდე არ გადასცემია. ასევე მასთან ერთად დააკავეს საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე, რომლებსაც 11 მარტამდე არ მიეცათ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის უფლება.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)