|
2018-03-20 14:13:28, 1432 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე: როდესაც ადამიანი ოკუპირებულ ტერიტორიებზე დანაშაულს ჩადის, უნდა იცოდეს, რომ ამას რეალური სანქციები მოჰყვება
"მიმდინარე კვირაში ჩვენ მივიღებთ ერთიან და პრინციპულ დოკუმენტს, რომელიც გამომდინარეობს ეროვნული ინტერესებიდან და ამ საკითხთან დაკავშირებით, ვფიქრობ, არის საერთო თანხმობა", - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით მომზადებულ რეზოლუციაზე განაცხადა. რაც შეეხება ე.წ. ოთხოზორია -ტატუნაშვილის სიაში ფიგურანტი პირების მიმართ სანქციებს, მდინარაძე განმარტავს, რომ იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც კონკრეტულ დანაშაულში არიან მხილებულები, ბრალდებულები და მსჯავრდებულები, მუშაობა იქნება საერთაშორისო თანამეგობრობასთან, რათა სავიზო, საბანკო ანგარიშებზე გარკვეულ წვდომასთან დაკავშირებული შეზღუდვები მოხდეს. "და სხვა ყველა შესაძლო შეზღუდვა, რაც კი შეიძლება იურიდიული თვალსაზრისით საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებდეს. ვფიქრობ, რომ ეს არის გარკვეული პრევენციის უზრუნველმყოფელი დოკუმენტი, რადგან, როდესაც ადამიანი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩადის დანაშაულს, მან უნდა იცოდეს, რომ ფორმალური გამოძიების გარდა, იქნება რეალური სანქციები, რომლებშიც დახმარებისა და თანადგომის იმედი ნამდვილად გვაქვს ჩვენი უცხოელი პარტნიორებისგან", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ და დასძინა, რომ რეზოლუციის მიხედვით, მთავრობას ეძლევა გარკვეული ვადა, შექმნას სიასთან დაკავშირებული დოკუმენტი.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)