|
2018-03-17 17:40:08, 1635 ნახვა
კომენტარი
ომბუდსმენი დევდარიანზე: შესაძლო სექსუალური შევიწროვების ფაქტების შესახებ ჩემთვის ცნობილი არ ყოფილა
საქართველოს სახალხო დამცველი „ქალთა მოძრაობის“ განცხადებას ეხმაურება. როგორც სახალხო დამცველმა კანდიდატის წარდგენისას განაცხადა, გადაწყვეტილების მიღებისას, მთავარი კრიტერიუმები კანდიდატის დამოუკიდებლობა, გამოცდილება, მოტივაცია და პროფესიული კვალიფიკაცია იყო, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში დღესდღეობით არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, სახალხო დამცველისთვის პრიორიტეტული იყო. ამასთან, ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ მისთვის ცნობილი არ ყოფილა განცხადებაში ასახული შესაძლო სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტების შესახებ და იგი კანდიდატის დასახელების შემდგომ გახდა ცნობილი. "მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ფაქტები ამ ეტაპზე სამართლებრივად დადასტურებული არ არის, სახალხო დამცველი მიზანშეწონილად მიიჩნევს კანდიდატის მიერ გაკეთებულ განცხადებას საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კონკურსიდან კანდიდატურის მოხსნის თაობაზე. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ქალთა უფლებების დაცვა, ძალადობის, სექსუალური შევიწროების თუ ქალთა მიმართ დისკრიმინაციის სხვა ფორმების წინააღმდეგ ბრძოლა სახალხო დამცველისთვის იყო და რჩება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად. გაჟღერებული ბრალდებების სიმძიმიდან გამომდინარე, სახალხო დამცველისთვის მნიშვნელოვანია, რომ არ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვები და ამ საკითხზე მსჯელობა წარიმართოს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტით. ბრალდებებში გაჟღერებული ინფორმაციის დადგენამდე დაცული იყოს მხარეთა პირადი ცხოვრების, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის უფლება. სახალხო დამცველი მხარეებს სთავაზობს საკუთარი მანდატის ფარგლებში შეისწავლოს მათ მიერ წარმოდგენილი არგუმენტები. აღნიშნული შემთხვევა ცხადყოფს, რომ აუცილებელია არსებობდეს სექსუალური შევიწროების რეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც საშუალებას მისცემდა მხარეებს დაეცვათ საკუთარი უფლებები და განმეორებით მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, დროულად მოახდინოს სექსუალური შევიწროების საკანონმდებლო რეგულაცია. ამასთან, სახალხო დამცველის აცხადებს მზადყოფნას, პირადად შეხვდეს მხარეებს და მისი მანდატის ფარგლებში უზრუნველყოს მათი უფლებების დაცვა", - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)