|
2018-03-17 16:07:26, 1570 ნახვა
კომენტარი
„დოპელმაიერის“ წარმომადგენელი: 20 წელზე მეტია ამ ვმუშაობ და ვერ ვიხსენებ თუნდაც ერთ მსგავს შემთხვევას
კომპანიაში 20 წელზე მეტია მუშაობს და თავის პრაქტიკაში, მსგავსი შემთხვევა არ ახსენდება. „20 წელზე მეტია "Doppelmayr”- ისთვის ვმუშაობ და ვერ ვიხსენებ თუნდაც ერთ მსგავს შემთხვევას“, - ამის შესახებ კომპანიის წარმომადგენელმა ეკეჰარდ ასმანმა გუდაურში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ასმანმა "იმედის" ეთერში აღნიშნა, მათი მხრიდან კონსტრუქციის უსაფრთხოების ყველა ნორმა დაცული იყო. მისივე თქმით, სულ კომპანიას მსოფლიოს მასშტაბით 10 ათასამდე საბაგირო აქვს დამონტაჟებული. “ჩვენი ექსპერტები ამოწმებენ მთლიანად სისტემას და შეეცდებიან გაიგონ მიზეზი, თუ რატომ მოხდა ეს შემთხვევა გუშინ გუდაურში. სავარაუდოდ, შემოწმება რამდენიმე საათს გაგრძელდება. ეს დამოკიდებულია ოფიციალური უწყების მითითებებზე. ოფიციალური პირების გარდა, ჩვენ შევხვდებით უშუალოდ მომხმარებელსაც და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გავერკვიოთ რა მოხდა. მე, პირადად, 20 წელზე მეტია "Doppelmayr”- ისთვის ვმუშაობ და ვერ ვიხსენებ თუნდაც, ერთ მსგავს შემთხვევას“, - განაცხადა ეკეჰარდ ასმანიმ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)