|
2018-03-16 19:09:22, 1763 ნახვა
კომენტარი
ქუმსიშვილი: ერთ დაშავებულს ოპერაცია უტარდება, დანარჩენების მდგომარეობა კი, დამაკმაყოფილებელია
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში მივიდა, სადაც გუდაურში, საბაგიროს ინციდენტის შედეგად დაშავებულები მოინახულა. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ერთ დაშავებულს ოპერაცია უტარდება, დანარჩენების მდგომარეობა კი, დამაკმაყოფილებელია. „ყველა მათგანი ინტენსიური დაკვირვების ქვეშ იმყოფება და ყველა საჭირო მანიპულაცია უტარდება. მინდა აღვნიშნო, რომ დაშავებულების ოჯახის წევრებთან მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს, თითოეული მათგანისთვის გამოყოფილია ოფიციალური წარმომადგენელი, რათა დაკმაყოფილდეს ყველა ის საჭიროება, რომელიც დაშავებულებს ან დაშავებულთა ახლობლებს ექნებათ. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვიზრუნებთ, რათა დაშავებულების მდგომარეობა, რაც შეიძლება მალე გამოსწორდეს", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. შეგახსენებთ, რომ გუდაურში საბაგირო მწყობრიდან გამოვიდა, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ს 275-ე მუხლით დაიწყო.
(NS)
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)