19:49 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-16 17:37:47, 1667 ნახვა

კომენტარი
ქუმსიშვილი: საბაგიროზე ექსპერტიზის ჩასატარებლად საერთაშორისო დამოუკიდებელი ექსპერტები იქნებიან მოწვეული

პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, გუდაურში, საბაგიროზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, საერთაშორისო დამოუკიდებელ ექსპერტებს მოიწვევენ.

 ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პირველი ვიცე-პრემიერი საძელეზე არსებულ ვითარებას პირადად გაეცნო.  ქუმსიშვილის განცხადებით, საძელეს საბაგიროს ექსპერტიზა ჩაუტარდება.

 „მოწვეული იქნებიან არა მხოლოდ კომპანია „დოპელმაიერის" ექსპერტები, არამედ საერთაშორისო დამოუკიდებელი ექსპერტებიც. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ექსპერტიზა იყოს დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ ჩატარებული", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილი.

ამასთან ერთად, უწყების ცნობით, კომპანია „დოპელმაიერის" წარმომადგენლები უკვე გამოემართნენ საქართველოში და ხვალ დილით იქნებიან.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics