|
2018-03-16 16:02:49, 1534 ნახვა
კომენტარი
მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი: კომპანია, რომელმაც მოახდინა საბაგიროს მონტაჟი ძალიან ცნობილი და ავტორიტეტულია
მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ლევან ზაუტაშვილის ინფორმაციით, გუდაურში საბაგირო და მისი ყველა პარამეტრი შემოწმებული იყო. როგორც ლევან ზაუტაშვილმა აღნიშნა, დღის პირველ ნახევარში საბაგირო მწყობრიდან გამოვიდა, რის შედეგადაც ტურისტები დაშავდნენ. გუბერნატორის თქმით, ამ ეტაპისთვის დაშავებულთა მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. "ექიმები მუშაობენ. ჯერჯერობით საჭიროება დაშავებულების გადაყვანის გამოკვეთილი არ არის. ველოდებით ექიმების მიერ საბოლოო გადაწყვეტილებას. ჩვენ ამ ეტაპისთვის მზად ვართ მაქსიმალურად, მობილიზებული არიან რეანომობილები, რომლებიც სასწრაფოდ მოახდენენ დაშავებულების ჰოსპიტალიზირებას, თუკი ამის საჭიროება დადგება. რაც შეეხება თვითონ სიტუაციას, მოგეხსენებათ, დღის პირველ ნახევარში მწყობრიდან გამოვიდა საბაგირო. ამის შედეგად დაშავდნენ ტურისტები. კომპანია, რომელმაც მოახდინა საბაგიროს მონტაჟი არის ძალიან ცნობილი და ავტორიტეტული. ეს გერმანული კომპანიაა. საბაგიროს ყველა შემოწმება ჰქონდა გავლილი. არ მინდა მოვლენებს გავასწრო, ყველა დეტალი იქნება შესწავლილი", - განაცხადა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა. ზაუტაშვილის ინფორმაციით, ელექტროენერგია საბაგიროზე არ გათიშულა. ”ჩვენთან ელექტროენერგიის გათიშვაზე არ შემოსულა ინფორმაცია. მსგავსი შემთხვევა, რომ ყოფილიყო, პირიქით, საბაგირო გაითიშებოდა. საბაგირო არ გაითიშა და ეს იყო პრობლემა, თუმცა თუ გაითიშებოდა, არ იქნებოდა მსგავსი პრობლემა შექმნილი. საბაგირო ამ დროისთვის არ ფუნქციონირებს. შესაბამისმა სამსახურებმა დაიწყეს შესწავლა მომხდარი ფაქტის”, - განაცხადა ზაუტაშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)