|
2015-05-18 20:57:12, 520 ნახვა
პოლიტიკა
ჰაინც ფიშერი: რუსეთისა და ევროპის ერთმანეთისგან გამიჯვნის მიზანი არ უნდა არსებობდეს
„რუსეთისა და ევროპის ერთმანეთისგან გამიჯვნის მიზანი არ უნდა არსებობდეს. ბევრ ქვეყანაში არსებული პრობლემები ერთიანი ძალისხმევით უნდა გადაწყდეს“, – ამის შესახებ ავსტრიის პრეზიდეტმა ჰაინც ფიშერმა საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ფიშერის შეფასებით, საერთაშორისო ასპარესზე ძალიან ბევრი პრობლემა არსებობს, თუმცა, ევროპა ურთიერთგაგების პოლიტიკას ემხრობა. მან რუსეთ–უკრაინას შორის არსებულ ურთიერთობაზე ისაუბრა. „ბუნებრივია, რუსეთმა ყირიმის ანექსიით ისეთი ქმედებები განახორციელა, რომელიც მიუღებელია და ჩვენი აზრით, მაქსიმალურად აფერხებს მინსკის შეთანხმების ცალკეულ პუნქტებს. მაგრამ უკრაინის ხელისუფლება ნაბიჯებს არც ისე სწრაფად ახორციელებს როგორი მოლოდინიც არის. ეს სიტუაცია უნდა დაიძლიოს. ჩვენ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად სერიოზულები, თანმიმდევრულები, მაგრამ რუსეთისა და ევროპის ერთმანეთისგან გამიჯვნის მიზანი არ უნდა იყოს“, – აღნიშნა ფიშერიმ. მისივე თქმით, მსოფლიოში არსებული პრობლემები ერთიანი ძალისხმევით უნდა იყოს დაძლეული. „სირიისა თუ ახლო აღმოსავლეთის, ლიბიის, სომალიის, ბევრ ქვეყანაში არსებული პრობლემები ერთიანი ძალისხმევით უნდა გადაწყდეს, მათ შორის გაერთიანებული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ფარგლებში. ეს არის კონსტრუქციული პოზიცია და ამავდროულად პოზიცია, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს საერთაშორისო სამართალს და საზღვრების ურღვევობას ყველა ევროპული ქვეყნის გადმოსახედიდან“, – განაცხადა ფიშერიმ.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)