|
2018-03-15 15:31:44, 2033 ნახვა
პოლიტიკა
ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებას რამდენიმე მოთხოვნას უყენებენ
პროდასავლურმა საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა, დღევანდელი კონსულტაციების საფუძველზე, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის რუსეთის ხელისუფლებისადმი მიმართვასთან დაკავშირებით, ერთობლივი განცხადება შეიმუშავეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ პრემიერის განცხადებები საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და ასუსტებს საქართველოს რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში,როგორც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში,ისე საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის ინტერესების დაცვის კუთხით. ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებას 4 ძირითად მოთხოვნას უყენებენ: „პირველი ეხება სპეციალური ფორმატის შექმნას რომელშიც მიიღებს მონაწილეობას ყველა ოპოზიციური პარტია, სადაც ჟენევის მოლაპარაკების ყოველი რაუნდის წინ და შემდეგ მთავრობას ექნება საშუალება, მოახსენოს თავისი პოზიცია, თუ როგორ მიდის რაუნდზე და რით ბრუნდება უკან. მოვითხოვთ მარტის თვეში პრემიერი მოვიდეს პარლამენტში და საგარეო პოლიტიკაზე, მათ შორის ამ განცხადებაზე ისაუბროს პარლამენტის წინაშე. მადლობელი ვარ ოპოზიციური პარტიების, რომ ისინი შეუერთდნენ ევროპული საქართველოს ინიციატივას და ვითხოვთ, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია იყოს მიღებული პარლამენტის მიერ და გახდეს რეზოლუციის სერიოზული ნაწილი“, - აღნიშნა „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ. საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია ასევე ითხოვს, პარლამენტმა მოკლე დროში მიიღოს რეზოლუცია, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტების შესახებ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თინა ბოკუჩავას თქმით, პრემიერის განცხადებამ ცხადყო, რომ ხელისუფლებას არ აქვს უნარი, გახადოს ქვეყანა ევროატლანტიკური სტრუქტურების წევრი: „ჩვენ ვითხოვთ პრემიერის დაუყოვნებლივ მოსვლას პარლამენტში, რათა მან გაგვცეს პასუხები იმ კითხვებზე, რაც დაგროვდა საზოგადოებაში იმ უპასუხისმგებლო და მოღალატეობრივ განცხადებაზე, რაც გაისმა პრემიერ კვირიკაშვილის მხრიდან, რამაც ფარდა ახადა იმ პოლიტიკას, რასაც ივანიშვილის ხელისუფლება 6 წელია ტარებს. ამ განცხადებამ დაადასტურა, რომ ამ ხელისუფლებას არ აქვს არც პოლიტიკური ნება და არც უნარი იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა დააბრუნოს ევროპულ ოჯახში და გახადოს ევროატლანტიკური სტრუქტურების წევრი“,-განაცხადა თინა ბოკუჩავამ. ამასთან, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრის ხათუნა სამნიძის შეფასებით, დღევანდელი ხელისუფლება ატარებს პოლიტიკას, რომელიც საერთოდ არ არის ღია დისკუსიისთვის მზად.
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
აბუ-დაბიში დაიწყო აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი
პაპუაშვილი – ბრიუსელი ცდილობს, დაბლოკოს საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)