23:18 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-15 13:00:20, 1527 ნახვა

ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საუდის არაბეთის სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტის (მაჯლის აშ-შურა) თავმჯდომარეს, აბდულა იბნ მუჰამად ალ აშ-შეიხს შეხვდა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

„ბოლო სამი წლის განმავლობაში, ძალიან დინამიურად ვითარდება ეკონომიკური თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის. საუდის არაბეთი წარმოადგენს წამყვან ინვესტორს მსოფლიო ეკონომიკაში და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, განვავითაროთ ურთიერთობა როგორც ყურის ქვეყნებთან, ისე საუდის არაბეთთან, როგორც ყურის ქვეყნების წამყვან სახელმწიფოსთან", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

„საქართველოს და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობები პოზიტიურია. მე მქონდა ოფიციალური ვიზიტი საქართველოში, მანამდე შედგა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრები სამეფოში. ჩვენს ქვეყნებს შორის დადებით ურთიერთობებზე მეტყველებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ვიზიტი საუდის არაბეთში. იმედი მაქვს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო განვითარდება", – აღნიშნა საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ ხელმოწერილი შეთანხმების გაფორმების მნიშვნელობას.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics