|
2018-03-14 20:23:51, 1612 ნახვა
კომენტარი
ქუმსიშვილი: Check-in Georgia-ს პროექტი მნიშვნელოვანი სტიმულია საქართველოში ბიზნესის განვითარებისთვის
„Check-in Georgia-ს პროექტი მნიშვნელოვანი სტიმულია საქართველოში ბიზნესის განვითარებისთვის, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა Check in Georgia -ს 2018 წლის პრეზენტაციაზე განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მსხვილი ბიზნესის გარდა, წლევანდელ პროექტში ჩაერთვებიან მცირე მეწარმეებიც. „მიხარია, რომ Check-in Georgia ჩვენმა ბიზნესმა საკუთარ დღის წესრიგში მონიშნა. ადგილობრივი მეწარმეობისთვის ეს ახალი სტიმული და განვითარების რეალური შანსია. პროექტის კალენდარი ღონისძიებებით მაქსიმალურადაა დატვირთული, ეს ნიშნავს ბიზნესისთვის საკუთარი პროდუქციის წარმოჩენა-რეალიზაციის მეტ შესაძლებლობებს, გაზრდილ შემოსავალს, მეტ დასაქმებულ ადამიანს", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, Check-in Georgia -ს პროექტის ფარგლებში როგორც მსხვილ, ისე საშუალო და მცირე ბიზნესს შეუძლია იპოვოს საკუთარი სეგმენტი, აითვისოს მისთვის საინტერესო სივრცე, მოახდინოს პროდუქციისა და მომსახურების დივერსიფიკაცია. „როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია ბიზნესის თავისუფლება და ადგილობრივი ბიზნესის განვითარება და ხელშეწყობაა, განსაკუთრებით რეგიონებში, ამას ვადასტურებთ იმ რეფორმებით, რომლებიც საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის ინიციატივით ხორციელდება", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. Check in Georgia-ს წლევანდელი პროექტის ფარგლებში ღონისძიებები აპრილში დაიწყება და წლის ბოლომდე გასტანს.
(NS)
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)