|
2018-03-14 17:25:20, 1295 ნახვა
კომენტარი
ციხელაშვილი: ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება ჩვენთვის 24 საათიან რეჟიმში მუშაობის საკითხია
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ვერ საუბრობს კონკრეტულ ვადებზე, როდესაც არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახისთვის გადაცემა მოხდება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა იმისათვის, რომ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს დაუბრუნდეს. ციხელაშვილი ასევე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, სადაც მათ ტატუნაშვილის გარდაცვალებას სამწუხარო უწოდეს: „ჩვენ ამ ტრაგიკული ფაქტის პირველივე დღიდან ვამბობდით და ახლაც ამ კონტექსტში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცხადია, ეს უკავშირდება რუსეთის პასუხისმგებლობას და თავად ეს განცხადებაც გაკეთებულია სწორედ იმ აქტორის მიმართ, რომელიც ახორციელებს კონტროლს და პასუხისმეგებლია იმ ვითარებასა და მოვლენებზე, რომლებიც დღეს ხდება საუბედუროდ. აქედან გამომდინარე, ბუნებრიივა, ჩვენი მოლოდინი უკავშირდება ქმედით ნაბიჯს და არა გარკვეული განწყობების დაფიქსირებას.ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია.ეს არ არის მხოლოდ ოჯახის ტრაგედია. თითოეული ჩვენგანი არის 24 საათიან რეჟიმში, ყველა შესაძლო არხით, ფორმალური, თუ არაფრომალური კონტაქტებია ჩართული, მათ შორის უმაღლეს დონეზე, რომ მოხერხდეს გადმოსვენება და ოჯახისათვის გადაცემა.ეს არის ძალიან მაღალი პრიორიტეტი და ამვდროულად, ბუნებრივია, ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეს არის ძალიან დესტრუქციული ქმედება თავის მხრივ, და, ალბათ, ძალიან მაღალი პასუხისმგებლობით ამ პრინციპულობასთან ერთად უნდა მივუდგეთ ყველაფერს იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახლავთ მშვიდობა, სტაბილურობა, რაც არ ნიშნავს არსებულოი ვითარების სტაბილიზაციას, ამას ხაზს ვუსვამ, სწორედ ამიტომ ვეძებთ გამოსავლებს“,-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)