|
2018-03-14 17:10:37, 1259 ნახვა
კომენტარი
კელი: რუსული პროპაგანდის მიზანია, მოსახლეობას იმედი დააკარგვინოს
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის იან კელის შეფასებით, რუსული პროპაგანდა საქართველოში შედარებით სუსტია, - ამის შესახებ ელჩმა Facebook-ზე ვიდეოკონფერენციისას განაცხადა. კელი მიიჩნევს, რომ რუსული პროპაგანდის ძირითადი მიზანია, ქართულ მოსახლეობას იმედი დააკარგვინოს. "ვფიქრობ, ყველა ევროატლანტიკური ქვეყანა და რა თქმა უნდა, საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ამ კატეგორიაში ვთვლი, იბრძვის რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ, რომელიც ცდილობს შეასუსტოს ჩვენი სისტემა. ჩვენ, აშშ-ში პროპაგანდასთან ბრძოლის სტრატეგიის შემუშავების პროცესში ვართ. საქართველო არ არის ისეთ მდგომარეობაში, როგორც მოლდოვა, უკრაინა, ბალტიის ქვეყნები, რადგან იქ რუსულენოვანი მოსახლეობა უფრო დიდია. ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა გამოყო გარკვეული თანხა რუსულ პროპაგანდასთან საბრძოლველად. რაც შეეხება საქართველოს, დიახ, ჩვენ ვეხმარებით საქართველოს, რომ ეს ნეგატიური ტყუილები ჩანაცვლდეს პოზიტიური სიმართლით. მიმაჩნია, რომ ძირითადი მიზანი, რასაც რუსული პროპაგანდა ემსახურება, არის ის, რომ ქართულ მოსახლეობას იმედი დააკარგინოს და უარი ათქმევინოს ევროინტეგრაციაზე. ვფიქრობ, ყველაზე ეფექტური ბრძოლა ამის წინააღმდეგ არის სტრატეგიული კომუნიკაცია, ინფორმაციის მიწოდება, თუ რატომ არის სასიკეთო საქართველოსთვის ევროინტეგრაცია. ჩვენ გამოვუყავით გრანტი საქართველოს მთავრობას იმისთვის, რომ განვითარდეს სტრატეგიული კომუნიკაცია", - განაცხადა იან კელიმ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)