|
2018-03-14 14:05:17, 1694 ნახვა
კომენტარი
ჯანელიძე: ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი ის ხალხია, რომელმაც 2008 წელს ვერაფერი გააკეთა
“ოპოზიცია და მათ შორის არასამთავრობო სექტორი ის ხალხია, რომელმაც 2008 წელს ვერაფერი გააკეთა იმისთვის, რომ არ მომხდარიყო ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია და რამდენიმე რესპუბლიკის მიერ ჩვენი რეგიონების აღიარება“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკას პრემიერის რუსეთის ხელისუფლებისადმი გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით. “ოპოზიცია და მათ შორის არასამთავრობო სექტორი ის ხალხია, რომელმაც 2008 წელს ვერაფერი გააკეთა იმისთვის, რომ არ მომხდარიყო ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, არ მომხდარიყო ჩვენი რეგიონების აღიარება რუსეთის ფედერაციის მხრიდან და კიდევ რამდენიმე მათზე დამოკიდებული რესპუბლიკის მხრიდან და ამ ხალხს არანაირი უფლება არ აქვთ, ისაუბრონ დღეს იმ გზებზე, რომელიც უკავშირდება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, დეოკუპაციას და ჩვენი სუვერენიტეტის განმტკიცებას“, - განაცხადა ჯანელიძემ. მმართველი გუნდის მხრიდან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების არაკონსტრუქციულად შეფასებასთან დაკავშირებით, ჯანელიძე ამბობს, რომ არც არავინ ელოდა, რუსეთი მოკლე დროში პოლიტიკას შეიცვლიდა. „ჩვენა რ უნდა ველოდოთ და არც ველოდებით, რომ რუსეთი ერთ დღეში შეცვლის თავის პოლიტიკას, ის ერთ დღეში მოახდენს ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციას და ასევე გახდება კონსტრუქციული, თუმცა ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის მხრიდან შესაძლო კონსტრუქციულობით შევძლებთ კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების გზების მოძებნას“,-აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)