|
2018-03-13 12:57:50, 1633 ნახვა
კომენტარი
ქუმსიშვილი რუსეთის განცხადებაზე: მნიშვნელოვანია, რომ ტატუნაშვილის ცხედარი უმოკლეს დროში დაუბრუნდეს ოჯახს
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ეხმაურება. როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება. „ჩემთვის ცოტა ძნელია დღეს დილით შეფასების გაკეთება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებასთან დაკავშირებით. პირადად ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის ორი რამ არის მნიშვნელოვანი, ერთის მხრივ პლატფორმა, რომელიც ჩვენ გვაქვს და ეს არის ჟენევის პლატფორმა იყოს მაქსიმალურად სასარგებლო ჩვენი ქვეყნისათვის იმისათვის, რომ მოხდეს იმ პრობლემების გადაჭრა, რომელი პრობლემებიც გვაქვს. მეორეს მხრივ, არის მნიშვნელოვანი, რომ ცხედარი უმოკლეს დროში დაუბრუნდეს ოჯახს - ჩემთვის ეს არის მნიშვნელოვანი. შედეგებზე, მოდით, ცოტა მოგვიანებით ვიმსჯელოთ“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)