|
2018-03-13 12:26:18, 1450 ნახვა
კომენტარი
ციხელაშვილი: ქართული მხარე დე-ფაქტო ხელისუფლებებთან პირდაპირ დიალოგზე წასვლას არ აპირებს
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის შეფასებით, ჟენევის ფორმატი რუსეთთან კონფლიქტის დარეგულირების ერთადერთი უპირობო ფორმატია. როგორც ციხელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ქართული მხარე ოკუპირებული რეგიონების დე-ფაქტო ხელისუფლებებთან პირდაპირ დიალოგზე წასვლას არ აპირებს. "ვფიქრობ, რომ პრემიერის განცხადებაში ძალიან ცალსახად იყო ხაზგასმული ყველა ის მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც მათ შორის გახლავთ რუსულ-ქართული ურთიერთობების მოწესრიგების წინაპირობა. ვგულისხმობ კონფლიქტების მოგვარებას, რომელიც 2008 წლიდან გვაქვს. ამის ნაწილია არჩილ ტატუნაშვილის ტრაგედიაც. ქმედითი პასუხი იქნებოდა ოჯახისთვის ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა არა იმის გამო, რომ ვინმეს კეთილი ნების გამოხატულება იქნებოდა, არამედ იმის გამო, რომ ეს უკავშირდება პასუხისმგებლობას ამ რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე. რაც შეეხება პირდაპირ დიალოგს ოკუპირებულ რეგიონებთან, ის არ ყოფილა და ვერც იქნებოდა. იმედი მაქვს, რომ რუსეთის ისთებლიშმენტს ეს კარგად ესმის. საუბარია ოკუპირებული რეგიონის საზოგადოებასთან დიალოგზე. ბუნებრივია იმ ფორმატში, რომელსაც მოითხოვს კონფლიქტების მოგვარების ჩართულობისა და შერიგების ამოცანები", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)